„სადაც საპარლამენტო მმართველობაში პრეზიდენტებს პირდაპირი წესით ირჩევენ, უმეტეს შემთხვევში, სისტემური სახის პრობლემები გაჩნდა“

იმ პირობებში, როცა ამ სისტემაში პრეზიდენტს პირდაპირი წესით ირჩევ, ჩნდება ძალიან დიდი დისპროპორცია და დისბალანსი პრეზიდენტის ლეგიტიმაციასა და უფლებამოსილებებს შორის, რაც პრობლემებს პრაქტიკაშიც აჩენს – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჩოხატაურში, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვისას განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ეს ქართულმა გამოცდილებამ დაადასტურა და ამას ადასტურებს ევროპული გამოცდილებაც.
”იმ პირობებში, როცა ამ სისტემაში პრეზიდენტს პირდაპირი წესით ირჩევ, ჩნდება ძალიან დიდი დისპროპორცია და დისბალანსი პრეზიდენტის ლეგიტიმაციასა და უფლებამოსილებებს შორის, რაც პრობლემებს პრაქტიკაშიც აჩენს. ეს ქართულმა გამოცდილებამ დაადასტურა და ამას ადასტურებს ევროპული გამოცდილებაც. ევროკავშირის წევრ ქვეყნებს რომ გადავხედოთ, იქ, სადაც პრეზიდენტებს არაპირდაპირი წესით ირჩევენ, ამ კუთხით სისტემური პრობლემები არასდროს წარმოშობილა. სადაც საპარლამენტო მმართველობაში პრეზიდენტებს პირდაპირი წესით ირჩევენ, უმეტეს შემთხვევში, სისტემური სახის პრობლემები გაჩნდა. ეს პრობლემა არის მთავრობასა და პრეზიდენტს შორის კომპეტენციების აღრევა, მუდმივი დავა კომპეტენციებთან დაკავშირებით. ასევე ჩნდება პრობლემა სხვა კუთხითაც – მაგალითად, ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა ოდიოზური ფიგურების არჩევა ან თითქმის არჩევა პრეზიდენტის თანამდებობაზე, რაც, სამწუხაროდ, ბოლო დროის გავრცელებული პრაქტიკაა“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები