მსჯავრდებულს აკრძალული საგნის შენახვა-ტარების ფაქტზე ბრალი წარედგინა

 მსჯავრდებულ ი.კ.-ს საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, აკრძალული საგნის შენახვა-ტარების ფაქტზე ბრალი წარედგინა. როგორც “კვირას“ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროდან აცნობეს, გამოძიების თანახმად, საქართველოს სსკ-ის 378-ე და 379-ე მუხლებით ნასამართლევი ი.კ. ფარულად ინახავდა და ატარებდა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მოპოვებულ აკრძალულ საგანს – კუსტარულად დამზადებულ მჩხვლეტავ ცივ იარაღს, რომელიც 2013 წლის 20 იანვარს, მსჯავრდებულის მიერ თვითდაზიანების მიყენების შემდეგ N15 დაწესებულების თანამშრომლებმა ამოიღეს.
აღნიშნული მუხლით ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახით სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები