რუსთავის 4 საბავშვო ბაღიდან ამოღებული ხორცი ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიებით დაბინძურებული აღმოჩნდა

რუსთავის საბავშვო ბაღებიდან აღებული ხორცის ნიმუშების კვლევის შედეგები ცნობილია.
როგორც „კვირას“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, რუსთავის საბავშვო ბაღების გაერთიანების მიმართვის საფუძველზე, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რუსთავის 4 საბავშვო ბაღის კვების ბლოკიდან ლაბორატორიული კვლევისთვის ხორცის ნიმუშები აიღო.
მათივე ინფორმაციით, კვლევის შედეგებით, ხორცი ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიებით დაბინძურებული აღმოჩნდა.
„ლაბორატორიული კვლევის შედეგების გათვალისწინებით, საბავშვო ბაღებიდან აღნიშნული ხორცი ამოღებულია. სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა განახორციელეს სასაკლაოს და იმ ბიზნესოპერატორის სახელმწიფო კონტროლი, რომელიც საბავშვო ბაღებს ხორცით ამარაგებს. შემოწმების შედეგად ბიზნესოპერატორი შპს „ბადა“ დაჯარიმდა და მიეცა მითითებები ზოგადი ჰიგიენის მოთხოვნების დაცვის შესახებ წარმოებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე“, – აღნიშნულია სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები