თამარ ჩუგოშვილი: ვენეციის კომისიის ექსპერტებს, პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით, არანაირი შენიშვნა არ გამოუხატავთ

​პარლამენტის ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის თქმით, ვენეციის კომისიის დელეგაციის წევრებისთვის არასწორად იყო მიწოდებული ინფორმაცია პრეზიდენტის ფუნქციების შეკვეცასთან დაკავშირებით, თუმცა შეხვედრაზე, რომელშიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თავად თამარ ჩუგოშვილი და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე მონაწილეობდნენ, დელეგაციის წევრებს ზუსტი განმარტებები მიაწოდეს. მისი თქმით, ამის შემდეგ სრულიად მოიხსნა კითხვები, რაც მანამდე არსებობდა.
როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, ვენეციის კომისიის ექსპერტებს პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით არანაირი შენიშვნა და არანაირი წუხილი არ გამოუხატავთ.
“დეტალური განხილვა მოხდა იმ პროექტისა, რომელიც ამ ეტაპზე არის შემუშავებული საკონსტიტუციო კომისიის მიერ. რა თქმა უნდა, ჯერჯერობით ძალიან ადრეა, რომ რეკომენდაციები მოვისმინოთ. ძირითადად, ძალიან პოზიტიურად იქნა მიღებული ახალი პროექტი. არის გარკვეული საკითხები, რომლებზედაც დღის განმავლობაში გამართული შეხვედრების შემდეგ, ალბათ, გაგვაცნობენ თავიანთ მოსაზრებებს. ჯერჯერობით წარიმართა ძალიან საინტერესო, ძალიან კარგი შეხვედრა და ძალიან პოზიტიურად იქნა მიღებული ის ახალი პროექტი, რომელიც ამ ეტაპზე აქვს კომისიას შემუშავებული“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
​ვენეციის კომისიის დელეგაციას კომისიის მდივანი, თომას მარკერტი ხელმძღვანელობს. ვიზიტის ფარგლებში, ექსპერტთა ჯგუფი საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს და საკონსტიტუციო კომისიის მდივანს, თამარ ჩუგოშვილს შეხვდნენ. კომისიის წევრები სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფებსაც შეხვდებიანზედგო

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები