გიგლა ბარამიძე: სადაა პრეზიდენტი იმ დროს, როცა მოსკოვში ხელი ეწერება რუსული და ოსური სამხედრო შენაერთების გაერთიანებას

“​დღეიდან უკვე სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას შეეძლება, რუსულ სამხედრო შენაერთებში იღვაწოს, ამ დროს პრეზიდენტი დაქრის”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „დემოკრატიული მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, გიგლა ბარამიძემ განცხადა.
ბარამიძე რუსულ და ოსურ მხარეს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას გამოეხმაურა, რის მიხედვითაც რუსული და თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალები ერთიანდებიან, ბარამიძე ხელისუფლებას პროტესტისკენ მოუწოდებს და საერთაშორისო თანამეგობრობას უმოქმედობაში ადანაშაულებს.
​„სადაა პრეზიდენტი იმ დროს, როცა მოსკოვში ხელი ეწერება რუსული და ოსური სამხედრო შენაერთების გაერთიანებას, ამ დროს პრეზიდენტი დაქრის ხან საით, ხან – საით, ხელისულება კი ვფიქრობ, რომ პროტესტის სათანადო ზომებს არ მიმართავს. დღეიდან თვითაღიარებული რესპუბლიკის მოსახლეობას შეეძლება, რუსულ სამხედრო შენაერთებში იღვაწონ, იომონ და ასე შემდეგ. სადაა ამ დროს საერთაშორისო თანამეგობრობის პროტესტი და ქმედითი ნაბიჯები“, -განაცადა გიგლა ბარამიძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები