ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებული ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო 30 მარტამდე უნდა ამოქმედდეს

30 მარტი, არის ის ბოლო ვადა, როცა ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებული სსიპ-ი – ოპერატიულ ტექნიკური სააგენტო უნდა ამოქმედდეს.
აღსანიშნავია, რომ სააგენტოს დებულება მთავრობამ 2017 წლის 30 მარტამდე უნდა დაამტკიცოს.
სააგენტო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი იქნება.
თავად სააგენტოს უფროსი, პარლამენტის მიერ მიღებული კანონით დადგენილი წესით, 3 თვის ვადაში დაინიშნება. კანონის მიხედვით, სააგენტოს უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი.
დანიშვნამდე,  უფროსის კანდიდატურას სპეციალური კომისია შეარჩევს.
თავის მხრივ, კომისიას არჩევანის გაკეთება იმ სამ კანდიდატს შორის მოუწევს, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი შეარჩევს და მას დასამტკიცებლად წარუდგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები