ირაკლი კობახიძე გენერალ გარი ჯონსონს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დიდი ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველს, საგარეო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის სფეროში, გენერალ გარი ჯონსონს შეხვდა.

ირაკლი კობახიძემ გენერალ ჯონსონს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის ძირითადი პრინციპები, მიზნები და კონსტიტუციაში შესატანი ის არსებითი ცვლილებები გააცნო, რომლებიც თავდაცვისა და უსაფრთხოების თემებს უკავშირდება.
პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის თავდაცვის სფეროში არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას და უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ფორმირებისა და განვითარების პროცესში დახმარებისთვის, გენერალ ჯონსონს მადლობა გადაუხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ და დიდი ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველმა საგარეო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვეს და დაადასტურეს, რომ მზად არიან,   აღნიშნულ საკითხებზე თანამშრომლობა კიდევ უფრო ინტენსიური გახდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები