ინდონეზიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ინდონეზიის ბალის კუნძულზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ სააგენტო “ანადოლუ” იუწყება.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მიწისძვრამ მოსახლეობაში  სერიოზული პანიკა გამოიწვია. მისმა მაგნიტუდამ 6,4 შეადგინა.
ნგრევის და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა. მიწისქვეშა ბიძგებს ცუნამი არ გამოუწვევია.
ინდონეზია მაღალ სეისმურ ზონაში მდებარეობს. გასული წლის 7 დეკებერს სუმატრას კუნძულზე მომხდარ მიწისძვრას 104 ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები