ბელორუსიაში „ბოევიკები“ დააკავეს, რომლებიც პროვოკაციებს გეგმავდნენ

ბელორუსიის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ სამართალდამცველებმა რამდენიმე “ბოევიკი“ დააკავეს, რომლებიც პროვოკაციებს გეგმავდნენ. ბელორუსიის ლიდერის თქმით, მათ სპეციალურ ბანაკებში მომზადება გაიარეს.
ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბელორუსიამ უკრაინის საზღვარზე უსაფრთხოების დამატებითი ზომები მიიღო.
ლუკაშენკოს განცხადება ბელორუსიაში მიმდინარე საპროტესტო აქციების პარალელურად გაკეთდა. პროტესტი „უქნარობის გადასახადმა“ გამოიწვია, რომელიც ქვეყნის ხელისუფლებამ 2015 წელს დააწესა. დეკრეტი „უქნარობის შესახებ“ იმ პირებისთვის, ვინც ნახევარ წელს არ მუშაობდა და გადასახადს არ იხდიდა, 200 დოლარის ოდენობის სპეციალური გადასახადის დაწესებას ითვალისწინებს.
საპროტესტო აქციების შემდეგ, ბელორუსიის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ გადასახადის ამოქმედება 1-ლი აპრილისთვის გადაიდო და იმ პირთა ჩამონათვალი, ვისზეც ის უნდა გავრცელდეს, გადაიხედება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები