აშშ-ის ხელისუფლებამ თვითმფრინავით ელექტრონული საშუალებების გადატანაზე შეზღუდვები დააწესა

აშშ-ის ხელისუფლებამ თვითმფრინავებში ხელბარგით ნოუთბუქების და პლანშეტების გადატანაზე შეზღუდვები დააწესა, რომელიც ახლო აღმოსავლეთის და ჩრდილოეთ აფრიკის რვა ქვეყნის მოქალაქეებს შეეხება. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
როგორც „ბი ბი სის“ აშშ-ის ადმინისტრაციაში ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა, შეზღუდვები 9 ავიაკომპანიის რეისებს შეეხება. ამ ინფორმაციის მიხედვით, აკრძალვა სმარტფონებსა და მობილურ ტელეფონებზე არ გავრცელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები