რუსეთის მოქალაქეს პოლონეთში ჯაშუშობისთვის 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

მამაკაცს, რომელსაც ორმაგი – პოლონეთ-რუსეთის მოქალაქეობა აქვს, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის ვარშავის სასამართლომ 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, ვინაიდან იქ სახელმწიფო უშიშროებისთვის მნიშვნელოვანი საიდუმლო მასალები განიხილებოდა.
პროკურატურის ინფორმაციით, ეს მამაკაცი რუსეთის სამხედრო დაზვერვის სასარგებლოდ მუშაობდა. ამასთანავე, გამოძიება არ აკონკრეტებს, თუ რა ინფორმაციას გადასცემდა ის მოსკოვს.
რუსეთის სასარგებლოდ მომუშავე ჯაშუშთან ერთად, პოლონეთის შეიარაღებული ძალების ვიცე-პოლკოვნიკიც დააკავეს, რომელიც ასევე, სავარაუდოდ, რუსეთს საიდუმლო ინფორმაციას გადასცემდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები