ოთხი ევროპელი დეპუტატის წინააღმდეგ, რომლებიც ყირიმში იმყოფებოდნენ, უკრაინამ სანქციები დააწესა

უკრაინამ სანქციები დაუწესა ოთხ ევროპელ დეპუტატს, რომლებიც ყირიმში კიევის ნებართვის გარეშე ჩავიდნენ. ამის შესახებ უკრაინის უშიშროების სამსახურის წარმომადგენელმა, ელენა გიტლიანსკაიამ განაცხადა.
„ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე უკანონოდ იმყოფებოდნენ სერბეთის ოთხი და ჩეხეთის ერთი მოქალაქე“, – განაცხადა გიტლიანსკაიამ.
ამავე უწყების ინფორმაციით, ეს ადამიანები ყირიმში რუსეთთან მისი მიერთების იუბილეს აღსანიშნავად ჩავიდნენ. უკრაინა და დასავლეთი ყირიმს ოკუპირებულ ტერიტორიას უწოდებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები