ცნობილი ინგლისელი ტელეწამყვანი რიჩარდ ჰამონდი ავარიაში მოჰყვა

ცნობილი ინგლისელი ტელეწამყვანი, გადაცემა  The Grand Tour-ის წამყვანი რიჩარდ ჰამონდი მოზამბიკში გადაღების დროს ავარიაში მოჰყვა. ის მაღალი სიჩქარით მოძრავი მოტოციკლიდან გადმოვარდა და გონება დაკარგა. როგორც ჰამონდის კოლეგამ, ჯერემი კლარკსონმა განაცხადა, ჰამონდი საკმაოდ მძიმედ დაშავდა.
მოგვიანებით როდესაც ჰამონდი საავადმყოფოში გადაიყვანეს, აღმოჩნდა, რომ მისი დაზიანება მძიმე არ ყოფილა. აღსანიშნავია, რომ ჰამონდი ავარიაში 2006 წელსაც მოხვდა. ის რეაქტიული ძრავის მქონე ავტომობილს მართავდა, რომელსაც  500 კმ/სთ-ში სიჩქარის განვითარება შეუძლია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები