იემენში საუდის არაბეთის საზღვრის მახლობლად 20 ჰუსიტი ამბოხებული მოკლეს

იემენში ჩრდილოეთ ნაწილში საადას პროვინციაში სამთავრობო ძალებზე იერიშის დროს 20-მდე ამბოხებული ჰუსიტი დაიღუპა. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იემენის შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ჰუსიტებმა იემენის შეიარაღებული ძალების პოზიციებზე იერიში მიიტანეს. თუმცა სამთავრობო ძალებმა მისი მოგერიება შეძლეს. ამბოხებული ჰუსიტები ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.
ცნობისთვის, ეიმენში 2014 წლიდან სამოქალაქო ომი მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები