ისრაელი სირიას ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების სრული განადგურებით ემუქრება

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ავიგდორ ლიბერმანმა განაცხადა, რომ ისრაელის თვითმფრინავების მიმართულებით საზენიტო რაკეტების გაშვების განმეორების შეთხვევაში სირიის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა მთლიანად განადგურდება. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
რამდენიმე დღის წინ სირიელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ მათ ისრაელის თვითმფრინავებს საზენიტო რაკეტები ესროლეს.
ერთ-ერთი რაკეტა განადგურებული იყო, ხოლო ორი – ისრაელის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. ისრაელის საჰაერო ძალების თვითმფრინავები არ დაზიანებულა.
ეს ისრაელის სარაკეტო  კომპლექსის, Arrow-ის საბრძოლო გამოყენების პირველი შემთხვევაა. ექსპერტების აზრით,  ეს ფაქტი ისრაელსა და სირიას შორის ურთიერთობებში დაძაბულობის სერიოზულ ესკალაციაზე მიუთითებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები