ტრამპის რეიტინგმა დაიწია
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის რეიტინგმა დაიწია. ამის შესახებ ჰელაპის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევები მიუთითებს. ამ ინფორმაციის მიხედვით, პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, ტრამპის რეიტინგმა რეკორდულად დაიწია.
ამჟამად დონალდ ტრამპის რეიტინგი 37%-ს შეადგენს, მაშინ, როდესაც მის საქმიანობას არადამაკმაყოფილებლად გამოკითხულთა 58% აფასებს.
ცნობისთვის, ერთი კვირის წინ, ტრამპის რეიტინგი 45%-ს შეადგენდა. კვლევებში 1500 ადამიანი მონაწილეობდა.
ჰელაპის ინსტიტუტის ექსპერტებს მიაჩნია, რომ თეთრი სახლის მეთაურის რეიტინგის დაწევა გლობალურ დათბობაზე მისმა პოზიციამ და ვლადიმერ პუტინზე დადებითმა განცხადებებმა განაპირობა.
გარდა ამისა, დონალდ ტრამპის რეიტინგზე მოსმენებში ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას დადანაშაულებამაც ნეგატიურად იმოქმედა, ვინაიდან ტრამპს ამის დამადასტურებელი არანაირი მასალა არ წარმოუდგენია.