პარიზის აეროპორტში სამხედროებზე თავდამსხმელის სისხლში ნარკოტიკები და ალკოჰოლი აღმოაჩინეს

ზიედ ბენ ბელგასემის სისხლში, რომელიც 18 მარტს პარიზის ორლის აეროპორტში სამხედროებზე თავდასხმის დროს მოკლეს, ნარკოტიკები და ალკოჰოლი აღმოაჩინეს. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
39 წლის ბელგასემის სისხლში ალკოჰოლის შემცველობა 0,93 გრამს შეადგენდა, რაც საფრანგეთში დაწესებულ ლიმიტს ორჯერ აღემატებოდა. ასევე, მის ორგანიზმში კოკაინი და მარიხუანა აღმოაჩინეს.
თავდასხმა პარიზის აეროპორტში შაბათს მოხდა. ბელგასემმა ერთ-ერთ სამხედრო ქალს თავზე პისტოლეტი მიაბჯინა და მისთვის ავტომატის წართმევას შეეცადა. ასევე, ის ამბობდა, რომ აპირებს  „ალაჰისთვის მოკვდეს“. ამ დროს აეროპორტში მყოფმა სხვა სამხედროებმა მას ცეცხლი გაუხსნეს და მოკლეს.
რამდენიმე საათით ადრე კი ზიედ ბენ ბელგასემმა ტრავმატული პისტოლეტით პარიზის ჩრდილოეთ ნაწილში პოლიციელი დაჭრა.
საფრანგეთის ხელისუფლებამ მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები