მექსიკის პოლიციამ სამარხი აღმოაჩინა, სადაც 47 თავის ქალა იყო დამარხული

მექსიკის პოლიციამ ვერაკრუსის შტატში სამარხი აღმოაჩინა, სადაც 47 თავის ქალა იყო დამარხული. ამის შესახებ გამოცემა “Terra” იუწყება.
რამდენიმე დღის წინ კი ამავე შტატში, დასახლება კოლინას-დე-სანტა-ფე-ში სამარხი იპოვეს, სადაც პოლიციამ 250 ცხედარი აღმოაჩინა. აქ დამარხული ადამიანების ასაკი 14-დან 24 წლამდე იყო.
ვერაკრუსის შტატში უკვე რამდენიმე წელია, დაპირისპირებულ ნარკოდაჯგუფებებს შორის კონფლიქტი მიმდინარეობს. 2010 წლიდან აქ 720 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. ნარკორეალიზატორები აშშ-ში ნარკოტიკების მიწოდებისთვის იბრძვიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები