ლონდონში რუსეთის ორ მოქალაქეს ჰაკერული შეტევებისთვის ბრალი წაუყენეს

დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში რუსეთის ორ მოქალაქეს ბანკებზე ჰაკერული შეტევებისთვის ბრალი წაუყენეს. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
37 წლის ვუგარ მალაიჩევი და 48 წლის აბდურახმან ბაზაევი რამდენიმე დღის წინ დააკავეს. ჰაკერული შეტევების გარდა ისინი თაღლითობაში და ფულის გათეთრებაში არიან ეჭვმიტანილები. პოლიციის ინფორმაციით, ჰაკერები სპეციალური კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით 2 მილიონი ფუნტის მოპარვას ცდილობდნენ.
ბინის ჩხრეკის დროს პოლიციამ კომპიუტერები ამოიღო, რომლითაც ჰაკერები ფულის მოპარვას ცდილობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები