დამასკოში ამბოხებულებსა და სამთავრობო ძალებს შორის შეტაკებები მოხდა

სირიის დედაქალაქ დამასკოს აღმოსავლეთ ნაწილში ამბოხებულებსა და სამთავრობო ძალებს შორის შეტაკებები მოხდა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
სირიის ხელისუფლების ინფორმაციით, ამბოხებულებმა ქალაქის ცენტრს საარტილერიო და სარაკეტო ცეცხლი გაუხსნეს. ასევე, მათ ჯობარის რაიონში ორი დანაღმული ავტომობილი ააფეთქეს, შემდეგ კი სამთავრობო ძალების გამაგრებულ პოზიციებზე იერიში მიიტანეს.
ამის საპასუხოდ, სირიის შეიარაღებულმა ძალებმა ამბოხებულთა პოზიციებზე ავიადარტყმები განახორციელა.
დამასკოში ამბოხებულები რამდენიმე რაიონს აკონტროლებენ. ჯობარის რაიონი ორად არის გაყოფილი. მასზე კონტროლის დასამყარებლად, ბრძოლა უკვე ორ წელზე მეტია მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები