თეთრი სახლის ტერიტორიაზე შეპარული პირი დააკავეს, რომელიც აცხადებდა, რომ ბომბი ჰქონდა
თეთრი სახლის ტერიტორიაზე უცნობი პირი შეიპარა, რომელიც აცხადებდა, რომ მანქანაში ბომბი ჰქონდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ინციდენტის დროს განგაშის სიგნალი ჩაირთო. ჯერჯერობით, დადასტურებული არ არის, ავტომანქანაში ბომბი მართლაც იყო თუ არა. ინციდენტისას უცნობი პირი დააკავეს.შემთხვევის გამო გადაიკეტა თეთრი სახლის მიმდებარე ქუჩები.