ტრამპის ადმინისტრაციამ კონგრესს სირიაში, ერაყსა და ავღანეთში ოპერაციებისთვის 12 მილიარდი დოლარი სთხოვა
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ სირიაში, ერაყსა და ავღანეთში ოპერაციებზე კონგრესს 12 მილიარდი აშშ დოლარი მოსთხოვა. ამის შესახებ თეთრი სახლი იუწყება. ეს თანხები 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული.
გარდა ამისა, ტრამპის ადმინისტრაცია მომავალ წელს, ისრაელის დასახმარებლად, 3,1 მლრდ აშშ დოლარს გამოყოფს, 2,2 მილიარდი დოლარი კი ლიბიაში ულტრათანამედროვე საელჩოს შენობის მშენებლობაზე დაიხარჯება.
სხვა ქვეყნების დახმარების პროგრამები შემცირდება.