რუსეთში კერძო ზოოპარკი დაიწვა
რუსეთის ქალაქ ტვერში კერძო ზოოპარკი დაიწვა. ზოოპარკი სასტუმრო „ბოიარსკაია უსადბა“ -ს მახლობლად მდებარეობდა. ხანძრის შედეგად ცხოველთა ნაწილი დაიღუპა.
„ზოოპარკი მთლიანად დაიწვა, ძალზე ცოტა ცხოველის გადარჩენა მოვახერხეთ“, – დაწერა ინსტაგრამში ტვერის ოლქის წარმომადგენელმა, დიმიტრი მიროშნიჩენკომ.
სააგენტო „ტასის“ ინფორმაციით, ზოოპარკიდან რამდენიმე მაიმუნის, ენოტის, ვირთხების და ზაზუნების გადარჩენა მოხერხდა.
წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი ზოოპარკის ერთ-ერთ შენობაში მდებარე საქვაბეში გაჩნდა.