ტრამპმა ჟურნალისტების მოწოდება არ გაითვალისწინა და მერკელს ხელი არ ჩამოართვა (ვიდეო)

​აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შეერთებულ შტატებში ოფიციალურ ვიზიტად მყოფ ანგელა მერკელს პირისპირ შეხვედრის დროს, ხელია არ ჩამოართვა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ამერიკის პრეზიდენტს ჟურნალისტებმა და ოპერატორებმა სთხოვეს.
“USA Today”-ს ინფორმაციით, ხელის ჩამორთმევის შესახებ კამერების წინ ტრამპს მერკელმაც მოუწოდა, მაგრამ ამერიკის პრეზიდენტმა მერკელის მოწოდება უგულებელყო.
“CBC News” ყურადღებას იმ ფაქტზე ამახვილებს, რომ სხვა ქვეყნის ლიდერებთან ფოტოსესიის დროს, ტრამპი მათ ხელს დიდი ენთუზიაზმით ართმევდა. კერძოდ, მან ეს კანადის და იაპონიის პრემიერ-მინისტრებთან შეხვედრაზე გააკეთა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები