ესტონეთში ნატოს სწრაფი რეაგირების ძალები გადაისროლეს

ესტონეთში ნატოს სწრაფი რეაგირების ძალები გადაისროლეს.  ის ნატოსა და ბალტიის ქვეყნებში იქმნება, რათა რუსეთის შესაძლო აგრესიას წინ აღუდგეს.
თვითმფრინავი, რომელშიც სამხედროები იმყოფებოდნენ, ემნარის აეროდრომზე დაეშვა. მათ ესტონეთის თავდაცვის მინისტრი მარგუს ცახკნა დახვდა.
ამ ეტაპზე ესტონეთში 120 რიგითი სამხედრო მოსამსახურე და ოფიცერი ჩავიდა.  ისინი მრავალეროვნული ძალების შტაბს შექმნიან.
აპრილში ესტონეთში დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების ძირითადი კონტინგენტი ჩავა და მისი შემადგენლობა 800 სამხედრომდე გაიზრდება. საერთო ჯამში, პოლონეთში, ესტონეთში, ლატვიასა და ლიტვაში ნატოს 4 ათასამდე სამხედრო განთავსდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები