კახა კალაძე გიორგი მარგველაშვილზე: ვფიქრობ, მას სურს ახალ პოლიტიკურ ერთეულად დაფიქსირდეს

მე ვფიქრობ, რომ მას სურს ახალ პოლიტიკურ ერთეულად დაფიქსირდეს, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ გადაცემა „რეაქციაში“ საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის თაობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
კალაძის შეფასებით, კონსტიტუციის თემატიკა აღნიშნული კამპანიის საბაბად იქნა გამოყენებული. „მე ვფიქრობ რომ მას სურს ახალ პოლიტიკურ ერთეულად დაფიქსირდეს, და ამის კამპანია აქვს წამოწყებული. რაც შეეხება კონსტიტუციას, მე ვფიქრობ, რომ ეს ალბათ მისი მრჩევლების მხრიდან იქნა გამოყენებული როგორც ასეთი კამპანიის საბაბად”, – განაცხადა კახა კალაძემ.
კითხვაზე, ხომ არ აპირებს კალაძე საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, ვიცე-პრემიერმა შემდეგნაირად უპასუხა – „შემიძლია ახლავე გითხრათ, რომ არა! მე არ ვაპირებ პენსიაზე გასვლას”, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები