„ბი ბი-სის“ გადამღები ჯგუფი ეტნას ამოფრქვევის დროს დაშავდა (ვიდეო)

FILE PHOTO A tourist stands in front of Italy's Mount Etna, Europe's tallest and most active volcano, as it spews lava during an eruption on the southern island of Sicily, Italy February 28, 2017. REUTERS/Antonio Parrinello/File photo

 სიცილიის კუნძულზე მდებარე ვულკან ეტნას ამოფრქვევის დროს ბრიტანული ტელერადიოკორპორაცია „ბი ბი-სის“ გადამღები ჯგუფი დაშავდა. ამის შესახებ ტვიტერში ჟურნალისტმა რებეკა მორელემ დაწერა. „ძალიან შეგვეშინდა, მაგრამ ყველა კარგად არის. რამდენიმე ჭრილობა და დამწვრობა მივიღეთ”, – წერს მორელე. ეტნას მოულოდნელი ამოფრქვევის შედეგად საერთო ჯამში 10 ადამიანი დაშავდა.
10 ტურისტს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. მორელე წერს, რომ „ყველაფერი გაცილებით უარესად შეიძლებოდა დასრულებულიყო“. ვულკანი ეტნა იტალიის კუნძულ სიცილიაზე მდებარეობს. მთის სიმაღლე 3 328 მეტრია. ის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და დიდი ვულკანია. ეტნას წინა მძლავრი ამოფრქვევა 2015 წლის 3 დეკემბერს მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები