რუსეთმა უკრაინას ყირიმიდან 12 პატიმარი გადასცა

რუსეთმა უკრაინას 12 პატიმარი გადასცა, რომლებიც 2014 წელს ნახევარკუნძულის ანექსიის დროს იქ სასჯელს იხდიდნენ. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
„რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა უკრაინის სამართალდამცველ ორგანოებს სასჯელის მოხდისთვის 12 პატიმარი გადასცა, რომლებიც უკრაინის მოქალაქეები არიან“, – განაცხადეს რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურ სამსახურში.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ 22-მა პატიმარმა ყირიმში დარჩენის სურვილი გამოთქვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები