სამხრეთ კორეაში ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის მეგობრის შვილის ექსტრადირება დანიიდან მოხდება

 დანიის პროკურატურის გადაწყვეტილებით, სამხრეთ კორეის პრეზიდენტთან დაკავშირებული კორუფციული სკანდალის ძირითადი ფიგურანტის ჩხვე სუნ სილის შვილი ჩონ იუ რა დანიიდან სამხრეთ კორეაში იქნება ექსტრადირებული. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
ჩონ იუ რა დანიის ქალაქ ოლბერგში 1-ელ იანვარს სამხრეთ კორეის განაცხადის შედეგად ინტერპოლის მიერ გაცემული ორდერის საფუძველზე დააკავეს. მან სამხრეთ კორეაში ნებაყოფლობით დაბრუნებაზე უარი განაცხადა. სამხრეთ კორეის ყოფილი პრეზიდენტის, პაკ კინ ხეს წინააღმდეგ სკანდალი გასული წლის ოქტომბერში აგორდა. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამხრეთ კორეის პრეზიდენტზე ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მისი მეგობარი ჩხვე სუნ სილი გავლენას ახდენდა.
მან სახელმწიფოს მმართველობის დეტალები იცოდა და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობდა. გასული წლის მარტში სამხრეთ ოსეთის პარლამენტმა პრეზიდენტი ძალაუფლებას ჩამოაცილა, მას კორუფციასა და უფლებამოსილების გადამეტებაში ბრალი დასდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები