სტამბოლში ტერაქტების დაგეგმვის ბრალდებით, თურქეთში “ისლამური სახელმწიფოს” წევრები დააკავეს

თურქეთის პოლიციამ “ისლამური სახელმწიფოს” ორი წევრი დააკავა, რომლებიც სტამბოლში ტერაქტებს გეგმავდნენ. ეს პირები სტამბოლის ერთ-ერთ რაიონში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. ჩხრეკის დროს, პოლიციამ „კალაშნიკოვის“ სისტემის ავტომატები და ათასზე მეტი ვაზნა აღმოაჩინა, რომლითაც ტერორისტები ტერაქტებს გეგმავდნენ.
წინასწარი ინფორმაციით, დაკავებულები ისლამისტების იმავე ქვედანაყოფს ეკუთვნიან, რომელშიც აბდულკადირ მაშარიპოვი შედიოდა. მაშარიპოვი საახალწლო ღამეს სტამბოლის ერთ-ერთ კლუბს თავს დაესხა. დაიღუპა 39 და დაიჭრა 70-ზე მეტი ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები