იემენის სანაპიროსთან ლტოლვილების გემი დაბომბეს – 31 დაღუპულს შორის ქალები და ბავშვებიც არიან

იემენის სანაპიროსთან ნავის დაბომბვის შედეგად, რომელშიც ლტოლვილები იმყოფებოდნენ, 31 ადამიანი, მათ შორის ქალები და ბავშვები დაიღუპნენ.
მცირე ზომის გემი ბაბ-ელ-მანდების სრუტესთან იმყოფებოდა, როდესაც მას „აპაჩის“ ტიპის ვერტმფრენიდან ცეცხლი გაუხსნეს. გაეროს ინფორმაციით, ლტოლვილებს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მიერ გაცემული საბუთები ჰქონდათ. ვერტმფრენის წარმომავლობა უცნობია.
სააგენტო “როიტერის“ ცნობით, 80 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა. ინციდენტი პორტ ჰოდეიდას მახლობლად მოხდა, რომელსაც ამბოხებული ჰუსიტები აკონტროლებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები