ამერიკული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსით 300 დოლარის ღირებულების დრონი ჩამოაგდეს

აშშ-ის ერთ-ერთმა მოკავშირემ საზენიტო კომპლექსის, „პეტრიოტის“ მეშვეობით, რომლის ერთი რაკეტის ფასი 3 მილიონ დოლარს შეადგენს, 300 დოლარის ღირებულების დრონი ჩამოაგდო. ამის შესახებ ამერიკელმა გენერალმა, დევიდ პერკინსმა განაცხადა. გენერლის განცხადებით, ასეთი ქმედებების ეკონომიკური ეფექტურობა სერიოზულ ეჭვებს იწვევს.
„მოწინააღმდეგის ადგილზე, მე ასე ვიფიქრებდი: მოდი, eBay-ზე შევალ და რაც შეიძლება მეტ კვადროკოპტერს ვიყიდი 300 დოლარად, რათა ყველა რაკეტა „პეტრიოტი“ მათ ჩამოგდებაში დახარჯონ“, – აცხადებს გენერალი.
კონკრეტულად, რომელ მოკავშირეზეა საუბარი, უცნობია.
საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი „პეტრიოტი“ საბრძოლო თვითმფრინავების და ბალისტიკური რაკეტების განადგურებისთვის გამოიყენება. რაკეტის სიჩქარე ხმის სიჩქარეს 5-ჯერ აღემატება, კვადროკოპტერის მაქსიმალური სიჩქარე საათში მხოლოდ 80 კილომეტრს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები