აშშ-ის სახელმწიფო მდივანი – ჩრდილოეთ კორეის მიმართ „სტრატეგიული თავშეკავების“ პოლიტიკა დასრულდა

ჩრდილოეთ კორეის მიმართ აშშ-ის მხრიდან „სტრატეგიული თავშეკავების“ პოლიტიკა დასრულდა. ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, რექს ტილერსენმა სეულში ვიზიტის დროს განაცხადა.
ჟურნალისტების შეკითხვაზე, განიხილავს თუ არა ვაშინგტონი ფხენიანზე ძალისმიერი ზემოქმედების შესაძლებლობას, ტილერსენმა განაცხადა, რომ აშშ „ყველა ვარიანტს განიხილავს“.
„ჩვენ სამხედრო კონფლიქტამდე საქმის მიყვანა არ გვსურს, მაგრამ თუ ჩრდილოეთ კორეა სამხრეთ კორეის და ჩვენი შეიარაღებული ძალების მიმართ მუქარას გააგრძელებს, პასუხი ადეკვატური იქნება. თუ მისი შეიარაღების პროგრამა იმდენად საშიში გახდება, რომ სამხედრო მოქმედებები გახდება აუცილებელი, ჩვენ ამისთვისაც მზად ვართ“, – განაცხადა ტილერსენმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ასევე, მოუწოდა ჩინეთს, რომ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციები შემოიღოს და სამხრეთ კორეაში ამერიკული ანტისარაკეტო სისტემის, THAAD-ის განთავსების გამო, საპასუხო ნაბიჯები არ გადადგას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები