შეძლებენ თუ არა ნასამართლევი პირები უვიზო რეჟიმით სარგებლობას -შს მინისტრის მოადგილის განმარტება

“მოქალაქეს, რომელიც ნასამართლევია და არანაირი პრობლემა არ აქვს, სხვა ყველა პირობას აკმაყოფილებს, ჩვეულებრივ შეუძლია წავიდეს და დაათვალიეროს ევროპა”, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც ხუციშვილმა განმარტა, საქმე ეხება პირებს, რომლებიც საქართველოში გასამართლდნენ. რაც შეეხება პრობაციას,მისი თქმით, აქ ვრცელდება ქვეყნის შიდა წესები.
​„თუ პრობაციის სააგენტო მას მისცემს უფლებას, რომ გადაიხადოს გადასახადი და გავიდეს ქვეყნიდან, ექნება ფინანსური მდგომარეობა, არ იქნება რისკები და დაბრუნდება საქართველოში, პრობლემა არ შეექმნება. თუმცა განვმარტავ, რომ აქ საუბარია საქართველოში ჩადენილ დანაშაულზე და არა სხვა ქვეყანაში ჩადენილ დანაშაულზე“, – განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები