ბრიტანული სპეცსამსახურები ტრამპის სატელეფონო საუბრის მოსმენის ფაქტებს უარყოფენ

დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურმა GCHQ-მა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც მისი თანამშრომლები აშშ-ის საპრეზიდენტო კამპანიის დროს დონალდ ტრამპის სატელეფონო საუბრებს არ ისმენდნენ. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
დიდი ბრიტანეთის სამთავრობო კავშირგაბმულობის ცენტრში (Government Communications Headquarters, GCHQ), ამ ბრალდებებს აბსურდული უწოდეს.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ტრამპ თაუერში“ დიდი ბრიტანეთის დაზვერვა სატელეფონო საუბრებს ისმენდა, ყოფილმა მოსამართლემ, ენდრიუ ნეოპოლიტანომ ტელეკომპანია “Fox News”-ის ეთერში განაცხადა, სადაც ის იურიდიულ ანალიტიკოსად მუშაობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები