აზერბაიჯანის მოსახლეობის რაოდენობა 10 მილიონამდე გაიზარდა

2017 წლის 1-ლი თებერვლის მონაცემებით, აზერბაიჯანის მოსახლეობამ 9 მილიონ 816 ათას 100 ადამიანი შეადგინა. ამის შესახებ გამოცემა “AZE.az” იუწყება.
აზერბაიჯანის სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, ერთ კვადრატულ კილომეტრზე მოსახლეობის სიმჭიდროვე 113 ადამიანს შეადგენს.
ამ ინფორმაციის მიხედვით, 2017 წლის იანვარში აზერბაიჯანში 12,2 ათასი ბავშვი დაიბადა. ახალშობილთა 53% ბიჭია, ხოლო 47% – გოგონა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები