დამასკო ისრაელის თვითმფრინავის განადგურების შესახებ იუწყება – ისრაელი ამას უარყოფს
ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სირიის ტერიტორიაზე ავიადარტყმების დროს ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავებს სირიის სახელისუფლო ძალებმა საზენიტო რაკეტები ესროლეს, მაგრამ მათ მიზანს ვერ მიაღწიეს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
თავის მხრივ, დამასკო იუწყება, რომ მათ ერთ-ერთი თვითმფრინავის განადგურება მოახერხეს. საერთო ჯამში, სირიის ტერიტორია ოთხმა თვითმფრინავმა დაბომბა.
სააგენტო „ფრანს პრესის“ ინფორმაციით, ეს ყველაზე სერიოზული ინციდენტია დამასკოსა და იერუსალიმს შორის სირიაში შეიარაღებული დაპირისპირების დაწყების მომენტიდან.