დონალდ ტრამპის და ანგელა მერკელის პირველი შეხვედრა დღეს გაიმართება

პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, დონალდ ტრამპის და გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის პირველი შეხვედრა დღეს გაიმართება. მთავარი საკითხი – ტრანსატლანტიკური თანამშრომლობაა. დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ, ამ მხრივ გარკვეული კითხვები გაჩნდა.
წინასაარჩევნო კამპანიის დროს, დონალდ ტრამპმა მერკელი გერმანიისთვის დამანგრეველი პოლიტიკისთვის გააკრიტიკა, ლტოლვილების მიერ მისი ლოიალური დამოკიდებულების გამო.
თავის მხრივ, მერკელმა ტრამპი გააკრიტიკა აშშ-ის პრეზიდენტის მიერ რამდენიმე სახელმწიფოს მოქალაქისთვის ქვეყანაში ჩასვლის ამკრძალავი ბრძანებულების ხელმოწერის შემდეგ.
ასევე, ტრამპი აკრიტიკებდა ნატოს ზოგიერთ წევრს, რომლებიც, აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, საკმაოდ მდიდარი სახელმწიფოებია, მაგრამ ალიანსის საწევროს საკმარისი ოდენობით არ იხდიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები