სომალელმა მეკობრეებმა ტანკერი გამოსასყიდის გარეშე გაათავისუფლეს

მეკობრეთა ჯგუფმა, რომელმაც რამდენიმე, დღის წინ სომალის სანაპიროსთან ტანკერი გაიტაცა, გემიც და ეკიპაჟიც გამოსასყიდის გარეშე გაათავისუფლა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
სომალის ხელისუფლების განცხადებით, გემი მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც სომალის სანაპირო დაცვა მეკობრეთა კვალზე გავიდა. ამის შემდეგ მოლაპარაკება გაიმართა, რომლის შედეგადაც გამტაცებლებმა გემი და ეკიპაჟი გაათავისუფლეს.
ეს გემის გატაცების პირველი ფაქტია სომალის სანაპიროსთან, ბოლო 5 წლის განმავლობაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები