სირიაში მეჩეთზე განხორციელებული ავიადარტყმის შედეგად 42 ადამიანი დაიღუპა

სირიაში, ალეპოს პროვინციის სოფელ ალ-ჯინაში ავიადარტყმის შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
დაბომბვის შედეგად, 100-მდე ადამიანი დაიჭრა.
როგორც ადგილობრივი მოსახლეობა იუწყება, მეჩეთის მახლობლად შენობა მდებარეობს, სადაც „ბოევიკთა“ შეხვედრა მიმდინარეობდა, თუმცა ის შენობა არ დაზიანებულა.
ალ-ჯინა ქალაქ ალეპოდან 30 კილომეტრში მდებარეობს. დასახლებას სირიის ამბოხებულთა ქვედანაყოფები აკონტროლებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები