ჰაკერებმა WhatsAp-სა და Telegram-ში შეღწევის ახალი მეთოდი მოიფიქრეს

ჰაკერებმა WhatsApp-ისა და Telegram-ის გატეხვის ახალი მეთოდი მოიფიქრეს. ისინი სოციალურ ქსელში შეღწევას კოდირებული სურათის გამოყენებით ახერხებენ. ამის შესახებ Chek Point-ი იუწყება.
ამისთვის ჰაკერები მომხმარებლებს თითქოსდა უწყინარ ფოტოს უგზავნიან, რომელიც ისეთ გვერდზე ამისამართებს, სადაც ჰაკერებს ექაუნთზე წვდომის შესაძლებლობა აქვთ.
ამ მეთოდის გამოყენებით ჰაკერებს მომხმარებლების მიმოწერის, კონტაქტების, შენახული სურათების ნახვა შეუძლიათ. ასევე მათ  მომხმარებლის სახელით, ელექტრონული წერილის გაგზავნის შესაძლებლობაც აქვთ.
კიბერშეტევების თავიდან ასაცილებლად მომხმარებლებმა.  პირველ რიგში დროგამოშვებით  უნდა გამორთონ (Log-out) და თავიდან ჩართონ (Log-in) WhatsApp და Telegram-ი. სპეციალისტების მეორე რჩევაა, რომ  მომხმარებლებმა არ გახსნან უცხო ადამიანებისგან გამოგზავნილი ფოტოები, ბმულები ან რაიმე ფაილები.
ჰაკერები პირადი ინფორმაციის მოსაპოვებლად ხშირად Gmail-ის ელექტრონულ ფოსტასაც იყენებენ. ამ შემთხვევაშიც, მომხმარებელმა არ უნდა გახსნას, წერილზე მიბმული ფაილი, რომელიც Google sign-in ფანჯარაში ამისამართებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები