სომხეთი ირანის საზღვართან თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნას გეგმავს

სომხეთი 16 მარტიდან ირანის საზღვართან თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნას გეგმავს. ამის შესახებ სომხეთის ეკონომიკური განვითარების და ინვესტიციების მინისტრმა სურენ კარაიანმა განაცხადა.
მინისტრის თქმით, უკვე დაწყებულია სამშენებლო სამუშაოები და შესაბამისი პროექტი დასამტკიცებლად მთავრობას გადაეცემა.
ობიექტის მშენებლობა 32 მილონი აშშ დოლარი ჯდება, ის 10-15 ჰექტარ ფართობზე განთავსდება, თუმცა შემდეგ თავისუფალი ეკონომიკური ზონის ფართობი 45-50 ჰექტრამდე გაიზრდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები