უკრაინაში ხუთი რუსული ბანკის შვილობილი კომპანიის წინააღმდეგ სანქციები დაწესდა   

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ხუთი რუსული ბანკის შვილობილი კომპანიის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციები ერთი წელი იმოქმედებს. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
სანქციები “პრომინვესტბანკის“, „ვი თი ბი ბანკის“, „ბი ემ ბანკის“, „სბერბანკის“ და  „VS ბანკის“ წინააღმდეგ დაწესდება.
„სანქციების დაწესება რუსული ბანკების შვილობილი კომპანიების წინააღმდეგ მათი დამფუძნებელი ბანკების სასარგებლოდ ნებისმიერი ფინანსური ოპერაციის ჩატარებას კრძალავს. ესენია საბანკო კრედიტების, დეპოზიტების გაცემა, ფასიანი ქაღალდების შეძენა, ასევე საკორესპონდენტო ანგარიშებზე  თანხების განთავსება“ – განაცხადა უკრაინის უშიშროების სამინისტროს უფროსის მოადგილემ იაკოვ სმოლიიმა.
კიევის ამ გადაწყვეტილებას მოსკოვი გამოეხმაურა. კრემლში აცხადებენ, რომ კიევის ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო ნორმებს ეწინააღმდეგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები