ინდოეთის სარკინიგზო გადაზიდვების სამინისტრომ ახალშობილს რძე ტვიტერში დაწერილი სტატუსის შემდეგ მიაწოდა

ინდოეთის სარკინიგზო გადაზიდვების სამინისტრომ ახალშობილს რძე ტვიტერში დაწერილი სტატუსის შემდეგ მიაწოდა. ერთ-ერთმა მგზავრმა სოციალურ ქსელში სტატუსი დაწერა, რომ მატარებელში მშიერი ახალშობილი იმყოფება და დედამისს რძე არა აქვს. მან სარკინიგზო კომპანია მონიშნა.
Konkan Railway-ში ამ სტატუსს მაშინვე გამოეხმაურნენ და დაწერეს, რომ მომდევნო სადგურზე ბავშვს რძეს დაახვედრებენ.
მას შემდეგ, რაც ბავშვს აჭამეს, ანაგჰა ნიქამმა, რომელმაც სტატუსი დაწერა, კიდევ ერთი სტატუსი გამოაქვეყნა და სარკინიგზო კომპანიის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.
ინდოეთის სარკინიგზო გადაზიდვების სამინისტრო ძალზე აქტიურია სოციალურ ქსელებში და ის მგზავრებს პრობლემების მოგვარებაში არაერთხელ დახმარებია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები