საფრანგეთის ერთ-ერთ სკოლაში სროლის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიჭრა

საფრანგეთის ქალაქ გრასში ერთ-ერთ ლიცეუმში შეიარაღებულმა პირმა სროლა ატეხა. რამდენიმე ადამიანი დაიჭრა. ამის შესახებ “ბი ბი სი“ იუწყება. დაჭრილთა  ზუსტი რაოდენობა უცნობია.
ამჟამად შემთხვევის ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმია მისული.
მოგვიანებით, პოლიციამ 17 წლის მოზარდი დააკავა, რომელიც პისტოლეტებით და სანადირო თოფით იყო შეიარაღებული. ამჟამად პოლიცია მის თანამზრახველს ეძებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები