პარიზში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლობაში აფეთქება მოხდა

ერთი ადამიანი დაიჭრა პარიზში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლობაში მომხდარი აფეთქების შედეგად.  ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
წინასწარი ინფორმაციით, ბომბი საფოსტო კონვერტში  იდო. ფონდის თანამშრომელს, რომელმაც კონვერტი გახსნა, აფეთქების შედეგად, სახე და ხელები დაუზიანდა.
სააგენტო „ფრანს პრესის“ ინფორმაციით, აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ბერძნულმა მემარცხენე რადიკალურმა დაჯგუფებამ, „მეხანძრეთა შეთქმულებამ“ აიღო.
ცნობისთვის, რამდენიმე საათით ადრე, ბომბი ბერლინში, გერმანიის ფინანსთა სამინისტროს შენობაშიც იპოვეს. ვრცელდება ინფორმაცია,  რომ ამანათს, რომელშიც ბომბი იდო, საბერძნეთის მისამართი ეწერა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები