ევროკავშირი უკრაინას 600 მილიონი ევროს დახმარებას გამოუყოფს

ევროკავშირის წარმომადგენელი უკრაინაში ჰიუგ მინგარელი აცხადებს, რომ უახლეს პერიოდში ქვეყანა მაკროეკონომიკური დახმარების მეორე ტრანშს მიიღებს. მისი რაოდენობა 600 მილიონ ევროს შეადგენს. ამის შესახებ სააგენტო “უნიანი” იუწყება.
ტრანში უკრაინას ჯერ კიდევ 2015 წელს უნდა მიეღო, მაგრამ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, ფინანსური დახმარების გამოყოფა გადაიდო.
ერთ-ერთი პრობლემურ საკითხად უკრაინის მიერ ხე-ტყის ექსპორტის აკრძალვა სახელდება. ევროკავშირი ექსპორტის აკრძალვის გაუქმებას მოითხოვს, ვინაიდან ის უკრაინას და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებას არღვევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები