ჩავუშოღლუ: ჰოლანდიაში სოციალ-დემოკრატებსა და ფაშისტებს შორის განსხვავება არ არის

ჰოლანდიაში სოციალ-დემოკრატებსა და ფაშისტებს შორის განსხვავება არ არის. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ჰოლანდიაში საპარლამენტო არჩევნების შედეგების კომენტირებისას განაცხადა.
„არჩევნები დასრულდა. მასში ბევრი პარტია მონაწილეობდა, მაგრამ თუ დააკვირდებით, სოციალ-დემოკრატებსა და ჰეერტ უილდერსის ფაშისტურ პარტიას შორის დიდი განსხვავება არ არის“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ.
ცნობისთვის, ჰოლანდიაში გამართულ არჩევნებზე მმართველმა მემარჯვენე ცენტრისტულმა „სახალხო პარტიამ“ გაიმარჯვა.  პარტიის ლიდერი პრემიერ-მინისტრი მარკ რიუტეა.
რიუტეს პარტიამ ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტიას“ აჯობა და მთავრობის დაკომპლექტების უფლება მოიპოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები