დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ევროკავშირიდან გასვლის შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

დიდი ბრიტანეთის დედოფალმა, ელისაბედ მეორემ ევროკავშირიდან გასვლის შესახებ კანონპროექტს ხელი მოწერა. დიდი ბრიტანეთის მთავრობასა და ევროკავშირს შორის  Brexit-ის შესახებ მოლაპარაკება დაახლოებით ორ კვირაში დაიწყება.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი მანამდე აცხადებდა, რომ ევროკავშირს Brexit-ის პროცედურის ამოქმედების შესახებ შეტყობინებას მარტის ბოლომდე გაუგზავნის.
დედოფლის მიერ კანონის ხელმოწერამდე, მას დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა. ლორდთა პალატამ მასში გარკვეული ცვლილებები შეიტანა.
ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის პროცედურა, სავარაუდოდ, ორ წელიწადში უნდა დასრულდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები