ერაყის ქალაქ ტიკრიტში აფეთქების შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა

ერაყის ქალაქ ტიკრიტში აფეთქების შედეგად, 7 ადამიანი დაიღუპა და 43 დაიჭრა. ამის შესახებ ტელეკომპანია “Al Sumaria” იუწყება. ადგილობრივი ხელისუფლება შიშობს, რომ დაღუპულთა რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს.
ამ ინფორმაციის მიხდვით, ქალაქის ცენტრში დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.
ქალაქი ტიკრიტი 2014 წლის ივნისში „ისლამურმა სახელმწიფომ“ დაიკავა. 2015 წლის მარტში კი ის სამთავრობო ძალებმა აიღეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები